ჩვენს შესახებ

ისტორია

ჩვენი კომპანია დაარსდა და გაიარა სახელმწიფორ რეგისტრაცია ქ. თბილისში როგორც სამშენებლო-საწარმოო სუბიექტმა. მისი დამფუძნებელია გიორგი ასათიანი, პროფესიით ინჟინერ-კონსტრუქტორი, სამშენებლო საქმისა და მშენებლობის მენეჯმენტის 30 წლიანი გამოცდილებით.

კომპანიამ თავდაპირველად საქმიანობა დაიწყო როგორც სამშენებლო სამუშაოების (ძირითადად რკინაბეტონისა და ლითონკონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები) ქვეკონტრაქტორმა.

სწორად შერჩეულმა საინჟინრო კადრებმა და კვალიფიციურმა მუდმივმა მუშა-პერსონალმა საშუალება მისცა კომპანიას ეტაპობრივად გაეფართოვებინა მომსახურებსი სპექტრი – დაემატებინა მოპირკეთების, ელ. სამონტაჟო, თბოსაიზოლაციო და სანტექნიკურ სამუშაოთა პროფილები და მცირე პერიოდში თავად გამხდარიყო მსხვილი ობიექტებისათვის ასეთ სამუშაოთა კონტრაქტორი.

2010 წლიდან ორხევში საწარმოო ბაზის ორგანიზებამ საშუალება მოგვცა იმ ლითონკონსტრუქციების საკუთარი ძალებით წარმოებისა რომელსაც ჩვენივე კომპანია ამონტაჟებს.

კომპანიაში ჩამოყალიბდა შრომის უსაფრთხოების, საწარმოო-ტექნიკური განყოფილება და ხარისხის კონტროლის ჯგუფები შემდგარნი გამოცდილი საინჟინრო და ყოფილი თუ მომქმედი საპროექტო-საექსპერტო კადრებისაგან. აღნიშნულმა სტრუქტურებმა უზრუნველყვეს ჩვენს მიერ გაწეული მომსახურების შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან, რასაც დღესდღეობით ბევრი ანალოგიური სუბიექტი ფაქტიურად მოკლებულია. შეძენილია დიაგნოსტიკისა და საკვლევ-საძიებო მოწყობილობა-დანადგარების ერთეულები და აღნიშნული საექსპერტო პერსონალის ბაზაზე ჩამოყალიბებულია საექსპერტო ჯგუფი რომელმაც საშუალება მოგვცა შევთავაზოთ მომხმარებელს სხვადასხვა სახის საექსპერტო და კვლევითი მომსახურება.

2012 წელს ქართველ ქიმიკოსთა ჯგუფთან ერთად კომპანიამ დაიწყო ანტიკოროზიული და ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარების საკუთარი წარმოება დაპატენტებული ტექნოლოგიის მიხედვით, რომელთაგანაც ანტიკოროზიულ ხსნარებს უკვე საკმაოდ კარგი სარეალიზაციო ბაზარი განუვითარდა. ჩვენს ქვეყანაში მშენებლობაში ცეცხლსაწინააღმდეგო ნორმების არასათანადო მოთხოვნები საკანონმდებლო კუთხით ჯერჯერობით ვერ უზრუნველყოფს ჩვენი ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარების დამაკმაყოფილებელ რეალიზაციას, თუმცაღა იმედია რომ ეს ახლო მომავლის პერსპექტივაა.

2016 წლიდან დავიწყეთ საკონტეინერო და მოდულური ტიპის დროებითი ნაგებობების საკუთარი პროექტებით დამზადება და აგრეთვე მსგავსი პროდუქტების იმპორტი-რეალიზაცია. ამ სფეროში დავიკავეთ ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია ადგილობრივ ბაზარზე.

კომპანიის ზრდასთან ერთად გაიზარდა ინფრასტრუქტურაც: კომპანიამ შეიძინა ტერიტორია სოფ. გოროვანში რომელზეც აშენდა ლითონის კონსტრუქციების საწარმო ქარხანა. ამჟამად მიმდინარეობს საყოფაცხოვრებო ნაგებობების (მუშათა საცხოვრებელი, კვების ობიექტი, ჰოსტელი გარე მომხმარებლებისათვის) ინფრასტრუქტურის მშენებლობა. დამატებით შეძენილია სატაკელაჟე, ამწე-სამონტაჟო, საგზაო ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალებები, რამაც თავისთავად გამოიწვია მექანიზაციის ჯგუფის შექმნა და დამკვეთთათვის მიწის სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა.

კომპანიის ხედვები და სტრატეგია

ჩვენი კომპანია 2009 წლიდან წარმოდგენილია ქვეყნის სამშენებლო ბაზარზე როგორც კვალიფიციური და საიმედო პარტნიორი სამშენებლო სფეროში, რაზედაც მოწმობს ჩვენი დამკვეთების სარეკომენდაციო წერილები და შეფასებები.

კომპანიაში დიდი ყურადღება ექცევა არა მხოლოდ იმას, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს დამკვეთებთან, მომწოდებლებთან, შუამავლებთან და სხვა, არამედ იმას, თუ როგორ პირობებში უწევს ჩვენს ინჟინერ-ტექნიკურსა და მუშა პერსონალს  შრომითი საქმიანობის განხორციელება. პროფესიონალიზმი და უსაფრთხოება – ეს ჩვენი შეფასებით არის თავი და თავი წარმატებისა.  ჩვენი ღრმა რწმენით ვერ იქნები წარმატებული, თუკი გვერდზე გიდგას შენით უკმაყოფილო თუნდაც ერთი თანამშრომელი და აქედან გამომდინარე უსაფრთხოებასთან ერთად ყურადღებას ვაქცევთ იმასაც, თუ რა საყოფაცხოვრებო პირობებში იმყოფება მუშა-პერსონალი ობიექტებზე, რომელთა გეოგრაფია ამა თუ იმ მომენტში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ყოველივე ამის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ კომპანიაში შევძელით შეგვექმნა „კოლექტიურობის“ განცდა, სადაც ჩვენი აზრით კოლექტივის, როგორც ერთი ორგანიზმის წევრად გრძნობს თავს თითოეული თანამშრომელი განურჩევლად კომპანიაში მისი სტატუსისა.

საქართველოში შექმნილი საკმაოდ არასახარბიელო ეკონომიკიური მდგომარეობის მიუხედავად ჩვენი კომპანიის რეიტინგი და იმიჯი ჩვენს ყოფილ თუ ამჟამინდელ დამკვეთებს შორის, კომპანიის თანამშრომელთა კეთილგანწყობა და ერთგულება მაინც გვაძლევს საშუალებას წარმატებით განვახორციელოთ ჩვენი საქმიანობა და ყოფილმა დამკვეთმა აღარ ეძებოს სხვა, ხოლო ახალმა კი გაგვიცნოს დადებითი კუთხით.

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა იწვევს იმას, რომ ჩვენ და ჩვენი პერსონალის თითოეული წევრი ორიენტირებულია ახალი შესაძლებლობების ძიებაზე ძირითადად სამშენებლო სფეროში. პროგნოზირება ძნელია თუ რა იქნება ხვალ, თუმცაღა ჩვენთვის ნათელია, რომ ერთ ან თუნდაც ორ სფეროში ჩვენი საქმიანობა, თუნდაც წარმატებული, არასაკმარისია და ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომლის ბაზარიც (სამშენებლო თუ სხვა) არასტაბილურია, საჭიროა მუდმივად სიახლის ძიება. აქედანაა განპირობებული ჩვენი გადაწყვეტილება წარმოდგენილნი ვიყოთ არა მარტო როგორც მომსახურების (სამშენებლო) მიმწოდებელნი კონკრეტული დამკვეთებისადმი, არამედ როგორც სხვადასხვა სახის სამენებლო მასალის მიმწოდებელნი. ამ მიზანს ემსახურება ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული გოროვანის საწარმოო ბაზის ინფრასტრუქტურა სადაც რკინაბეტონისა და მეტალოკონსტრუქციების წარმოებასთან ერთად დაგეგმილია ინდოელ ინვესტორთა მონაწილეობით სამშენებლო მასალათა მსხვილი სარეალიზაციო ბაზის მოწყობაც, სადაც კლიენტების ყოველდღიური მომსახურება იწარმოებს მათთვის სრული კომფორტითა და ბაზარზე არსებულ ტარიფებზე უფრო დაბალი ფასებით ანალოგიურ მასალებზე.

ჩვენ თვითონ გვაქვს გამოცდილი, თუ როგორი მომსახურება ხვდება მყიდველს (პატარასა თუ დიდს) ამა თუ იმ მასალის შეძენისას, მათი დანიშნულების ადგილამდე მიტანისას, დატვირთვა-გადმოტვირთვასა და სხვა საკითხებში და მომწოდებელთა მცირეოდენი გამონაკლისის გარდა ამდაგვარი მომსახურებანი უკეთესის სურვილს ტოვებს. პრინციპულად გვაქვს გადაწყვეტილი შევუქმნათ ჩვენს დამკვეთებს სრული კომფორტი მათგან შემოსული დაკვეთის მომენტიდან მათ მიერ მითითებულ მისამართზე შეკვეთის მიღების ჩათვლით.

დრო – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას, დრო, რომელიც დაეზოგება ჩვენს დამკვეთს პლიუს შეთავაზებული კომფორტი. ეს შეეხება ჩვენი საქმიანობის ყველა სფეროს და ვზრუნავთ იმაზე, რომ შევამციროთ დროის დანახარჯები როგორც საქმიანობის ძირითად სფეროში, ასევე დამატებით შეთავაზებულ მომსახურებებზე.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით კომპანიამ აიღო ორიენტირი ინერტული მასალების მიწოდებაზეც რის შედეგადაც შეძენილია 6 კარიერი სამეგრელოს სხვადასხვა რაიონში რისთვისაც შევიძინეთ სათანადო საკარიერო ტექნიკის ერთეულები. აღნიშნულ რეგიონში ინერტულ მსალებზე მოთხოვნილების ზრდის შემთხვევაში რაღა თქმა უნდა იგეგმება ტექნიკური საშუალებების ერთეულების გაზრდაც.

კომპანია ახლის ძიებაშა არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე. მიმდინარეობს ჩვენს მიერ დღეს წარმოებული ანტიკოროზიული და ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარების აქტიური მარკეტინგი საერთაშორისო ბაზარზე, რისთვისაც დაწყებული გვაქვს მათი სერტიფიცირების პროცესები შესაბამის სერტიფიცირების ავტორიზებულ სტრუქტურებთან აშშ-სადა ისრაელში. ვფიქრობთ რომ აღნიშნული პროდუქცია თავის ნიშას იპოვის ისეთ დიდ ბაზრებზე, სადაც სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმები მკაცრად მოითხოვენ ასეთი პროდუქტით ამა თუ იმ ნაგებობისა და მათი ზედაპირის დამუშავების აუცილებლობას, რასაც ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით მოკლებულია ჩვენი ეკონომიკური სივრცე.

კომპანიის მენეჯმენტი

Richard Thompson

CEO

Jessica Anderson

COO

Michael Carter

CFO

Emily White

CTO

მოგვწერეთ

Contact Form Demo